Accessibility links

უკრაინელი პარლამენტარები და აქტივისტები აპროტესტებენ დეცენტრალიზაციის კანონპროექტს


უკრაინაში რადიკალური პარტიის და პოლიტიკური კოალიცია „სვაბოდას“ წევრმა პარლამენტარებმა გააპროტესტეს პირველი კენჭისყრა საკონსტიტუციო შესწორებაზე, რომელიც ეხება მთავრობის უფლებამოსილების დეცენტრალიზაციას. შესწორებათა პროექტის თანახმად, „საგანგებო კანონი მოაწესრიგებს ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებს“ იმ ადგილებში, რომლებსაც დონეცკსა და ლუგანსკში აკონტროლებენ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები. ეს კანონპროექტი პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ პარლამენტს 15 ივლისს წარუდგინა. მანამდე მას დასავლეთის ლიდერები სთხოვდნენ აღმოსავლეთ უკრაინაში ზოგიერთი ადგილისთვის თვითმმართველობის გარკვეული უფლებამოსილების მინიჭებას, როგორც ეს თებერვალში გაფორმებულ საზავო ხელშეკრულებაშია გათვალისწინებული. აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედი, პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტები აცხადებენ, რომ კონსტიტუციაში ნახსენები უნდა იყოს საგანგებო სტატუსი, რომელიც მათი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებს ექნება. კიევში, პარლამენტის შენობის წინ შეთავაზებულ შესწორებებს ასობით აქტივისტი აპროტესტებს.

XS
SM
MD
LG