Accessibility links

დავით უსუფაშვილი ნიუ-იორკში მონაწილეობს პარლამენტის სპიკერების მე-4 მსოფლიო კონფერენციაში.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იმყოფება ნიუ-იორკში, სადაც გაეროს შტაბ-ბინაში მონაწილეობს საპარლამენტთაშორისი კავშირის მიერ ორგანიზებულ, პარლამენტის სპიკერების მე-4 მსოფლიო კონფერენციაში. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციის დღის წესრიგშია მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების საკითხები. დავით უსუფაშვილი მსოფლიო კონფერენციის მონაწილეებს 1 სექტემბერს მიმართავს. ნიუ-იორკში ვიზიტისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდება ევროსაბჭოს და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეათა პრეზიდენტებს ან ბრასორს და ილკა კანერვას და ევროპის, აფრიკის, აზიისა და ოკეანიის ქვეყნების პარლამენტების სპიკერებს.

XS
SM
MD
LG