Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში მოსამართლემ სიტყვა შეაწყვეტინა ჟურნალისტ ისმაილოვას


აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტის, ხადიჯა ისმაილოვას სასამართლო პროცესზე მოსამართლემ განსასჯელს შეაწყვეტინა საბოლოო სიტყვა და თქვა, რომ სხდომა და განაჩენის გამოცხადება 1 სექტემბრისთვის გადაიდო. თავის სიტყვაში ისმაილოვამ დაგმო მისთვის წაყენებული გაფლანგვის, გადასახადებისთვის თავის არიდების, ბიზნესის უკანონოდ წარმოების და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებები და მათ უწოდა მისი ჟურნალისტური საქმიანობის ჩახშობის მცდელობა. როგორც კი ისმაილოვამ ახსენა პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის სახელი, პროკურორმა მოსამართლეს მოუწოდა მისთვის აღარ მიეცა სიტყვის გაგრძელების უფლება. ისმაილოვა რადიო თავისუფლების კორესპონდენტიც იყო. ის აცხადებს, რომ მისთვის წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურია და მიზნად ისახავს შურისძიებას მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო, რომლითაც ისმაილოვა კორუფციას აშუქებდა აზერბაიჯანის ხელისუფლების მაღალ ეშელონებში. სახელმწიფო პროკურატურა ისმაილოვასთვის ცხრა წლით ითხოვს თავისუფლების აღკვეთას.

XS
SM
MD
LG