Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო დეცენტრალიზაციის კანონი


უკრაინის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო პრეზიდენტის კანონპროექტი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, რომელიც მეტ ავტონომიას მიანიჭებს ქვეყნის აღმოსავლეთში მოქმედ პრო-რუსულად განწყობილ სეპარატისტებს. პირველ მოსმენაზე რეგისტრირებული 368 პარლამენტარიდან კანონპროექტს 265 მიემხრო. კანონპროექტი პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ წარმოადგინა იმ პირობების გათვალისწინებით, რომელიც ჩამოყალიბებულია თებერვალში მინსკში მიღწეულ საზავო შეთანხმებაში. უკრაინის საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი შეიცავს პუნქტს, რომელიც ამბობს, რომ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების გარკვეულ ტერიტორიებზე ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებას მოაწესრიგებს საგანგებო კანონი. საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მისაღებად სულ მცირე 300 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საჭირო. ათობით პარლამენტარი მწვავედ ეწინააღმდეგება კანონპროექტს. პარლამენტის შენობის წინ ასობით აქტივისტმა გამართა საპროტესტო აქცია.

XS
SM
MD
LG