Accessibility links

„ისლამურმა სახელმწიფომ“ 200-მდე ადამიანი დააკავა დასავლეთ ერაყში


დასავლეთ ერაყში მდებარე, ექსტრემისტული ჯგუფის, „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლის ქვეშ მყოფი ქალაქის მერი აცხადებს, რომ ექსტრემისტებმა დააკავეს 200-მდე მოსახლე, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ჯგუფის წინააღმდეგ გამართულ იშვიათ საპროტესტო აქციაში. იორდანიის საზღვართან, ანბარის პროვინციაში მდებარე ქალაქ რუთბას მერის, იმად ალ-რიშავის თქმით, მოსახლეობა ძალიანაა შეშინებული ვარაუდით, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები დახოცავენ დაკავებულებს. რიშავის თქმით, რუთბაში არეულობა 29 აგვისტოს დაიწყო, როცა ექსტრემისტებმა მოკლეს ადგილობრივი მცხოვრები, რომელსაც თემებში დიდი ხნის განმავლობაში მოქმედი სისხლის აღების წესის გამო „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლი ჰყავდა მოკლული. ადგილობრივი მოსახლის მკვლელობა ასობით ადამიანმა გააპროტესტა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა ექსტრემისტებთან. ანბარის პროვინციის ერთ-ერთი ოფიციალური პირის ინფორმაციით, 100-ზე მეტი დემონსტრანტი ექსტრემისტებს დასჯის მიზნით 24 საათის განმავლობაში ბოძებზე ჰყავდათ მიბმული, სხვები კი დააკავეს და დაუდგენელ ადგილას წაიყვანეს.

XS
SM
MD
LG