Accessibility links

logo-print

მესამე უკრაინელი გვარდიელი დაიღუპა პარლამენტთან მომხდარი აფეთქების შედეგად


მესამე უკრაინელი გვარდიელი დაიღუპა 31 აგვისტოს უკრაინის პარლამენტთან მომხდარი შეტაკებების შედეგად. ეროვნული გვარდიის ოცი წლის წევრი, ოლექსანდ კოსტინა საავადმყოფოში გარდაიცვალა 1 სექტემბერს. მეორე გვარდიელის, დმიტრი სლასტიკოვის, ხელყუმბარის აფეთქების შედეგად მიყენებული ჭრილობების გამო სიკვდილი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა დაადასტურა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა ძალადობაში ულტრანაციონალისტები დაადანაშაულა. ხოლო უკრაინის პრეზიდენტმა პოროშენკომ „ზურგში დანის ჩარტყმა“ უწოდა კიევში მომხდარს. კიევში ძალადობა მოჰყვა ნაციონალისტების მიერ მოწყობილ დემონსტრაციას მაშინ, როცა დეპუტატები განიხილავდნენ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს, რომლითაც იზრდება ავტონომიის ხარისხი აღმოსავლეთ უკრაინის ზოგიერთ მონაკვეთში მოქმედი პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტებისთვის. დაჭრილია 90-ზე მეტი პოლიციელი, ერთ-ერთმა აფეთქების შედეგად ორივე ფეხი დაკარგა. კიევის პოლიციის განცხადებით, დაკავებულია ხელყუმბარის სროლაში ეჭვმიტანილი მამაკაცი. შეხლა-შემოხლის დროს დააკავეს კიდევ 30 დემონსტრანტი.

XS
SM
MD
LG