Accessibility links

logo-print

ქართველმა ჯარისკაცმა ერთ-ერთ პოლიგონზე თავი მოიკლა


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „ნორიოს“ საწვრთნელი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სუიციდის ფაქტი მოხდა. სამხედრო უწყების ინფორმაციით, პირველი მსუბუქი ქვეითი ბრიგადის რიგითმა საშტატო იარაღიდან გასროლით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია წერილი. მიმდინარეობს გამოძიება. საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს.

XS
SM
MD
LG