Accessibility links

logo-print

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ალექსანდრე ქართველის სახელი მიენიჭა


ბათუმის საკრებულომ დღეს დაამტკიცა საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა, რომელიც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის გამოჩენილი ქართველი ავიაკონსტრუქტორის, აშშ-ის ავიამშენებლობის ერთ-ერთი პიონერის, ალექსანდრე ქართველის სახელის მინიჭებას ითვალისწინებს. ამერიკაში მოღვაწე ალექსანდრე ქართველიშვილმა თავის დროზე უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ავიაციის განვითარებასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში. საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამ ინიციატივით რამდენიმე თვის წინ გამოვიდა. ბათუმის საკრებულომ მთავრობის მეთაურის ინიციატივა მოიწონა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ალექსანდრე ქართველის სახელი მიენიჭება.

XS
SM
MD
LG