Accessibility links

logo-print

რუსეთმა უკრაინელი დიპლომატი გააძევა კიევის ანალოგიური ნაბიჯის საპასუხოდ


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მოსკოვმა უკრაინელი დიპლომატის გაძევებით უპასუხა კიევის მიერ რუსი დიპლომატის ოდესიდან გაწვევის გადაწყვეტილებას. საუბარია სანკტ-პეტერბურგში მოღვაწე უკრაინელ დიპლომატ იგორ ფედორჩუკზე. როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, მანამდე კიევმა პერსონა ნონგრატად გამოაცხადა ოდესაში რუსეთის გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელი. „ჩვენ სიმეტრიულ ზომებს მივმართავთ“, - განმარტა რუსეთის საგარეო უწყებამ. უკრაინასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბა 2014 წელს, მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ.

XS
SM
MD
LG