Accessibility links

logo-print

უკრაინის რადიკალურმა პარტიამ დატოვა მმართველი კოალიცია


უკრაინის რადიკალურმა პარტიამ დატოვა უკრაინის პარლამენტის, „ვერხოვნა რადის“ საპარლამენტო კოალიცია და ხელისუფლების ოპოზიციაში გადავიდა. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის კულისებში პარტიის ლიდერმა ოლეგ ლიაშკომ სამშაბათს გააკეთა. იგი ბრალს სდებს ხელისუფლებას, რომ გაურიგდა პრორუსულად განწყობილ საპარლამენტო ოპოზიციას და „ოლიგარქებს“ და პირველი მოსმენით დაამტკიცა ისეთი კანონპროექტი, რომლითაც იზრდება ავტონომიის ხარისხი აღმოსავლეთ უკრაინის ზოგიერთ მონაკვეთში მოქმედი პრორუსულად განწყობილი სეპარატისტებისთვის. ლიაშკოს პარტიამ ორშაბათს მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს, რომელსაც კენჭი პირველი წაკითხვით უყარეს.

XS
SM
MD
LG