Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება


2 სექტემბერს საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს. მმართველი გუნდი ვეტოს დაძლევას გეგმავს, რისთვისაც პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი, სულ მცირე 76 ხმა სჭირდება. 1 სექტემბერს ეროვნული ბანკის შესახებ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტის ორი კომიტეტის - საფინანსო-საბიუჯეტი და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელეს. პრეზიდენტის წინადადებები და მოტივირებული შენიშვნები საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაიზიარა, თავის პოზიციაზე დარჩნენ პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენლებიც. კერძოდ, უმრავლესობა ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფას და ცალკე სააგენტოს შექმნას ემხრობა, პრეზიდენტი კი მიიჩნევს, რომ საფინანსო ზედამხედველობის უფლებამოსილება ეროვნულ ბანკში უნდა დარჩეს.

XS
SM
MD
LG