Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ სანქციებს აწესებს სამხედრო ტექნოლოგიების უკანონო ექსპორტისთვის


აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციას სანქციები შემოაქვს იმ რუსი იურიდიული პირების მიმართ, რომელთაც დაარღვიეს ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობა მასობრივი განადგურების იარაღის გამოუყენებლობის შესახებ. საქმე ეხება ბირთვული და სარაკეტო ტექნოლოგიებით ირანის, ჩრდილოეთ კორეისა და სირიის მომარაგებას. ეს ნორმები ძალაში შესაძლოა უკვე ოთხშაბათიდან შევიდეს. სანქციების ობიექტებად იქცნენ ისეთი რუსული საწარმოები, როგორებიცაა ტულის საკონსტრუქტორო ბიურო „კატოდი“, “როსობორონექსპორტი”, კორპორაცია „მიგი“, “მაშინასატრაენია“ და ასევე მათი შვილობილი კომპანიები. ერთდროულად სანქციები ამერიკული კანონმდებლობის დარღვევისთვის ვრცელდება იურიდიულ პირებზე ჩინეთში, სუდანში, თურქეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში. წესების მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატების ყველა სამთავრობო უწყებას ეკრძალება, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაშვებული გამონაკლისის გარდა, რაიმე ტიპის კავშირი დაამყაროს აღნიშნულ კომპანიებთან.

XS
SM
MD
LG