Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირიკაშვილის განცხადებით, უახლოესი პერიოდის პრიორიტეტია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია


საქართველო აქტიურად განაგრძობს შეუქცევად საგარეო-პოლიტიკურ კურსს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ - განაცხადა თბილისში, ამბასადორიალზე გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მან უახლოესი პერიოდის პრიორიტეტებად დაასახელა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება და საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ადეკვატურად ასახვა ნატოს მომავალი სამიტის გადაწყვეტილებებში. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელება და ამერიკული საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირება საქართველოში მიმდინარე პროცესებისშესახებ. „საამისოდ აქტიურად ვითანამშრომლებთ შეერთებული შტატების აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, ასევე საექსპერტო წრეების და მედიის წარმომადგენლებთან და განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და სავაჭრო დიალოგს, რისთვისაც უკვე გაწეულია მნიშვნელოვანი ძალისხმევა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, საქართველო კვლავაც აქტიურად განაგრძობს მონაწილეობას საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში და წვლილის შეტანას საერთაშორიო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

XS
SM
MD
LG