Accessibility links

logo-print

ვენაში პოლიციამ აღმოაჩინა სატვირთო მანქანა, რომელშიც ავღანეთიდან ლტოლვილი 24 პირი იმყოფებოდა


ვენაში პოლიციამ აღმოაჩინა სატვირთო მანქანა, რომელშიც ავღანეთიდან ლტოლვილი 24 პირი იმყოფებოდა. როგორც ავსტრიის საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, პოლიციელებმა გააჩერეს დალუქული ფურგონიანი მანქანა, რომელშიც ლტოლვილები იმყოფებოდნენ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა, მაგრამ არსებობდა ჰაერის უკმარისობის გამო გაგუდვის საშიშროება. პოლიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ავტომობილი ავსტრიაში უნგრეთიდან ჩავიდა. მძღოლმა გაქცევა სცადა, მაგრამ ის დააკავეს.

XS
SM
MD
LG