Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: სანქციებმა ხელი შეუწყო რუსეთის ბიზნესის გადანაცვლებას ჩინეთისკენ


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პეკინში ორდღიანი ვიზიტის წინ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა ხელი შეუწყო ჩინეთისკენ რუსეთის ბიზნესის გადანაცვლებას. ტასისა და სინხუასთვის მიცემულ ერთობლივ ინტერვიუში პუტინმა ჩამოთვალა ის სფეროები, რომლებსაც შეეხება 30-მდე ორმხრივი შეთანხმება და საქმიანი გარიგება. მათ შესახებ ორი ქვეყნის ლიდერები 2 და 3 სექტემბერს გამართავენ მოლაპარაკებებს. ჩქაროსნული რკინიგზა ჩინეთთან თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე „იმედის მომცემი“ სფერო იქნებაო, თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

XS
SM
MD
LG