Accessibility links

logo-print

უკრაინაში პოლიომიელიტის ორი შემთხვევა გამოვლინდა


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, უკრაინაში პოლიომიელიტით დაავადებული ორი პირი გამოვლინდა. ეს ევროპაში ამ დაავადების პირველი შემთხვევაა 2010 წლის შემდეგ. 2 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ პოლიომიელიტით პარალიზებულია სამხრეთ-დასავლეთ უკრაინაში მცხოვრები ორი ბავშვი. ორგანიზაციის თანახმად, დაავადებამ თავი იჩინა, ვინაიდან უკრაინელი ბავშვების მხოლოდ ნახევარია აცრილი პოლიომიელიტის წინააღმდეგ. განცხადების თანახმად, მეზობელ ქვეყნებში - რუმინეთში, პოლონეთსა და სლოვაკეთში - დაავადების გავრცელების საფრთხე მცირეა.

XS
SM
MD
LG