Accessibility links

პარლამენტი დღეს უყრის კენჭს ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულ პრეზიდენტის პროექტს


"ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის პროექტის კენჭისყრა გუშინ ვერ მოესწრო. "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს 14 გამომდინარე პროექტი ერთვის თან. პარლამენტი პაკეტში არსებულ მეორე კანონპროექტზე – "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" პროექტზე გაჩერდა. სხდომა დღეს, 14:00 საათზე განახლდება. უმრავლესობა პრეზიდენტის შეთავაზებულ პროექტს მხარს არ უჭერს და ვეტოს დაძლევისთვის ემზადება.

XS
SM
MD
LG