Accessibility links

logo-print

დღეს დადგინდება თბილისში ელექტროენერგიის ტარიფი


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია დღეს საჯარო სხდომაზე სს "თელასისათვის" ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენაზე იმსჯელებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სემეკიდან აცნობეს, ტარიფის დადგენის მიზნით "თელასმა" კომისიას მიმდინარე წლის 23 ივლისს მიმართა. კომპანიამ სატარიფო განაცხადის წარდგენის მთავარ საფუძვლად აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არსებითი ცვლილება, შესასყიდი ელექტროენერგიის გაზრდილი ფასი და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდა დაასახელა.

XS
SM
MD
LG