Accessibility links

logo-print

ინდოეთში გაიფიცა მილიონობით დასაქმებული


ინდოეთში საერთო-ნაციონალური გაფიცვა მოაწყო მილიონობით დასაქმებულმა. ქვეყნის ათმა უდიდესმა პროფკავშირმა უკვე განაცხადა „გაფიცვის წარმატების“ შესახებ, რომელიც ინდოეთის ხელისუფლების მიერ წარმოებული ეკონომიკური პოლიტიკის გასაპროტესტებლად შედგა. გაფიცვის შედეგად, ხელისუფლებამ გამოხატა „პოზიტიური დამოკიდებულება“ გაფიცულების მოთხოვნების მიმართ. საერთო-ნაციონალურმა გაფიცვამ ჩაშალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ბანკების და სხვა ორგანიზაციების სამუშაო პროცესი. დასავლეთ ბენგალიაში პოლიციასთან შეტაკებისას დააკავეს ათასზე მეტი გაფიცული.

XS
SM
MD
LG