Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთმა აღნიშნა მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70-ე წლისთავი


ჩინეთმა პეკინის ცენტრში გამართული გრანდიოზული აღლუმით აღნიშნა იაპონიის დამარცხების და მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70-ე წლისთავი. ღონისძიებას დაესწრნენ ჩინეთის ოფიციალური პირები და უცხოეთის ლიდერები, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი. ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა 3 სექტემბერს განაცხადა, „ჩინეთი არასოდეს შეეცდება ჰეგემონიის დამყარებას ან ექსპანსიასო.“ ამასთან, ჩინეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ სახალხო გათავისუფლების არმია 300,000 სამხედროთი შემცირდება - თუმცა ვადები არ დაუსახელებია. სახალხო გათავისუფლების არმია მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ჯარს წარმოადგენს, ის 2.3 მილიონ წევრს მოიცავს. ამავე დროს, შეერთებული შტატების შემდეგ, ჩინეთს მსოფლიოში სიდიდით მეორე თავდაცვის ბიუჯეტი აქვს. აღლუმში ჩართული იყვნენ 12,000 სამხედრო, 200 თვითმფრინავი, ტანკები და რაკეტები - რაც, ოფიციალური პირების თქმით, წარმოადგენდა ჩინეთის სამხედრო აღჭურვილობის ყველაზე განვითარებულ ტექნოლოგიებს. ღონისძიებას არ დაესწრნენ იაპონიის, აშშ-ის და სხვა გავლენიანი დემოკრატიების წარმომადგენლები, რომლებსაც აშფოთებს ჩინეთის მზარდი სამხედრო ძალა და პეკინის სულ უფრო აგრესიული ნაბიჯები ტერიტორიებთან მიმართებით სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და სხვაგან.

XS
SM
MD
LG