Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიქტორ ორბანი მიგრანტების კრიზისს უწოდებს „გერმანიის პრობლემას“


უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროპაში ხალხი „ძალიანაა შეშინებული“, რადგან მათი ლიდერები „ვერ აკონტროლებენ“ მიგრანტების უპრეცედენტო მოზღვავებას. ბრიუსელში, ევროპის პარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ ორბანმა მიგრანტების და ლტოლვილების კრიზისს უწოდა „გერმანიის პრობლემა“ და არა ევროპის პრობლემა. „არავის სურს უნგრეთში დარჩენა“ - განაცხადა ორბანმა და დასძინა - „ჩვენს ფუნქციაში მხოლოდ მათი რეგისტრირება შედისო“. სულ მცირე 2000 ლტოლვილი და მიგრანტი ბუდაპეშტშია გაჩერებული 1 სექტემბრის შემდეგ, როცა მათ საშუალება არ მისცეს ქალაქის მთავარ სადგურზე მატარებლებში ასულიყვნენ. ბევრ მათგანს გერმანიაში სურს წასვლა, მაგრამ უნგრეთი აცხადებს, რომ ევროკავშირის კანონებს იცავს. 3 სექტემბერს, დილით, პოლიციამ მიგრანტებისთვის გახსნა კელეტის სადგური, თუმცა უნგრეთის რკინიგზის კომპანია აცხადებს, რომ გააუქმა დასავლეთისკენ მიმავალი ყველა პირდაპირი მატარებელი.

XS
SM
MD
LG