Accessibility links

logo-print

ელექტროენერგიის გადასახადი თბილისშიც გაძვირდა


სემეკის გადაწყვეტილებით ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი თბილისში დაახლოებით 4 თეთრით გაძვირდა. თბილისში 350 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგიის გაზრდილი საფასურის გადახდა სავარაუდოდ ოქტომბერში მისული ქვითრების მიხედვით მოუწევს. სს „თელასმა“, რომელიც თბილისის მოსახლეობას ამარაგებს ელექტროენერგიით, სემეკს ახალი ტარიფის დადგენის მოთხოვნით 23 ივლისს მიმართა. სემეკის ინფორმაციით, კომპანია სატარიფო განაცხადის წარმოდგენის მთავარ საფუძვლად აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მკვეთრ ცვლილებას, შესასყიდი ელექტროენერგიის გაზრდილ ფასსა და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდას ასახელებდა.

XS
SM
MD
LG