Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა


4 სექტემბერს დილით აზერბაიჯანში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან 102 კილომეტრში, გებელესთან ახლოს 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. სეისმოლოგიური მონიტორინგის ცენტრის თანახმად, მიწისძვრა თბილისის დროით 8:50 წუთზე მოხდა. ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც. “სპუტნიკის“ აზერბაიჯანული ბიუროს ცნობით, აზერბაიჯანში მიწისძვრის შედეგად დაიღუპა ახალგაზრდა ქალი, რომელიც ბიძგების შედეგად ჭაში ჩავარდა.

XS
SM
MD
LG