ტურისტებსა და რომის მოსახლეებს საშუალება ჰქონდათ, ახლოს ენახათ რომის პაპი, როდესაც მან ვატიკანი სათვალის შესაძენად დატოვა. რომის პაპი ფრანცისკე სათვალის მაღაზიაში მანქანით მივიდა და სათვალის ჩარჩოს შერჩევაში 40 წუთი გაატარა. ბოლოს მან ძველ სათვალეში მხოლოდ მინების შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო და დაჟინებით მოითხოვა საფასურის გადახდა. მაღაზიის მფლობელი ალესანდრო სპიცია მანამდეც უმზადებდა რომის პაპს სათვალეებს, თუმცა თავადვე მიჰქონდა ვატიკანში.
ყველაზე პოპულარული
1