Accessibility links

„ისლამურმა სახელმწიფომ“ პალმირაში უძველესი სამარხები ააფეთქა


სირიის სიძველეთა დამცველები იუწყებიან, რომ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ქალაქ პალმირის ცენტრალურ ნაწილში სამი უძველესი სამარხი ააფეთქეს. სამარხები ჩვენი წელთაღრიცხვის 44-103 წლებს განეკუთვნება. მამუნ აბდელქარიმმა 4 სექტემბერს განაცხადა, რომ სამარხების განადგურება პალმირაში მყოფმა ინფორმაციის წყარომ დაადასტურა. მანამდე „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა, რომლებიც მაისიდან აკონტროლებენ ქალაქ პალმირას, იუნესკოს მფარველობის ქვეშ მყოფი ორი ძეგლი - ბაალ შამინი და ბელის ტაძარი ააფეთქეს.

XS
SM
MD
LG