Accessibility links

logo-print

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირებას მოახდენს


თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირებას დედაქალაქის მერია მოახდენს. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. მისი ინფორმაციით, სუბსიდირებისთვის თანხა თბილისის ბიუჯეტიდან დაიხარჯება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება უკვე დაევალა მერიის სოციალური დაცვის სამსახურს. საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ 3 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი დახარჯული კილოვატსაათების საფეხურების მიხედვით გაიზრდება 3 და 4 თეთრით. კომპანია „თელასმა“ მარეგულირებელ კომისიას ტარიფის გაზრდის განაცხადით 23 ივლისს მიმართა და მიზეზებად დაასახელა აშშ დოლართან მიმართებით ლარის კურსის არსებითი ცვლილება, შესასყიდი ელექტროენერგიის გაძვირება და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის გაზრდა.

XS
SM
MD
LG