Accessibility links

logo-print

ორბანი: უნგრელებს არ სურთ „მრავალრიცხოვან მუსლიმანებთან ერთად ცხოვრება“


გაერომ მოუწოდა ევროკავშირს, რათა ყველა ძალის მობილიზება მოახდინოს საიმიგრაციო კრიზისის გადასაჭრელად. გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესმა კომისარმა ანტონიუ გუტიერიშმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა 200 ათასი მიგრანტი უნდა შეიფაროს და არ უნდა დაუშვას განხეთქილება საკუთარ რიგებში, რაც ხელს აძლევს მიგრანტების უკანონო გადაყვანით დაკავებულ ადამიანებს. გაეროს წარმომადგენლის ეს მოწოდება გაკეთდა მას შემდეგ, რაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უარი თქვა მიგრანტების მიღებაზე. „მიგვაჩნია, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება გადაწყვიტოს, სურს თუ არა მას იცხოვროს მრავალრიცხოვან მუსლიმანურ თანამეგობრობასთან ერთად. თუ სხვებს სურთ, შეუძლიათ წავიდნენ ამაზე. ჩვენ კი არ გვსურს და ჩემი აზრით, გვაქვს ამის უფლება. ასეთია ჩვენი პოლიტიკა.“

XS
SM
MD
LG