Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთის პოლიცია: 17 ადამიანი დაიღუპა ტერორისტული თავდასხმების შედეგად


ტაჯიკეთის ოფიციალური პირების განცადებით, 17 პირი, მათ შორის რვა პოლიციელი დაიღუპა დედაქალაქ დუშანბესა და მის შემოგარენში, 4 სექტემბერს, დილით ადრე მომხდარი თავდასხმების შედეგად. თავდასხმების გამო დაიხურა აშშ-ის საელჩო და გაჩნდა შიში, რომ შუა აზიის ამ ქვეყანაში გაგრძელდება ძალადობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, „ტერორისტულმა ჯგუფმა“, რომელსაც თავდაცვის მინისტრის მოადგილე, აბდუჰალიმ ნაზარზოდა, მეორე სახელით ჰოჯი ჰალიმი ხელმძღვანელობს, ვაჰდათის უბანში გამთენიისას მოაწყო თავდასხმა და შემდეგ დუშანბეს საერთაშორისო აეროპორტთან შეტაკება მოუვიდა უსაფრთხოების ძალებთან. პოლიციის ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს ცხრა თავდამსხმელი და დააკავეს ექვსი. მთავრობის ცნობით, მიმდინარეობს ოპერაცია ნაზარზოდას დასაკავებლად, რომელმაც ადგილიდან მიმალვა შესძლო.

XS
SM
MD
LG