Accessibility links

logo-print

თეთრი სახლი შეშფოთებულია, რომ რუსეთმა შეიძლება მეტი დახმარება აღმოუჩინოს ასადის მთავრობას


გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ თანახმად, სირიაში რუსეთის მრჩევლების არსებობისა და ქვეყანაში რუსეთის ყოფნის გაფართოების სხვა ნიშნების გამო თეთრი სახლი შეშფოთებულია ბაშარ ასადის მთავრობის მიმართ რუსეთის კიდევ უფრო აქტიური დახმარების შესაძლებლობით. გაზეთს ვინაობის დაუსახელებლად მოჰყავს ბარაკ ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენელთა გამონათქვამები. მათი ცნობით, რუსეთმა დასავლეთ სირიაში სამხედრო-საჰაერო ბაზაზე ჩაიტანა ასაწყობი საცხოვრებელი სახლები, რომლებშიც ასობით ადამიანს შეუძლია ცხოვრება, და ასევე ავიასადისპეჩერო პუნქტი. „ნიუ-იორკ ტაიმსის“ თანახმად, ეს რუსეთს საშუალებას მისცემს, ათასამდე სამხედრო მოსამსახურე განათავსოს, ან ბაზა გამოიყენოს სირიის არმიისთვის იარაღისა და ტექნიკის მისაწოდებელ შუალედურ პუნქტად.

XS
SM
MD
LG