Accessibility links

logo-print

ჯებ ბუში და დონალდ ტრამპი არ ემხრობიან ირანთან შეთანხმების გაუქმებას


მაშინ, როცა, როგორც ჩანს, ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე შეთანხმება გაიმარჯვებს აშშ-ის კონგრესში, მიუხედავად რესპუბლიკელთა მხრიდან ერთსულოვანი წინააღმდეგობისა, აშშ-ის ორი საპრეზიდენტო კანდიდატი აცხადებს, რომ არ უპირისპირდება ირანთან შეთანხმებას და მხოლოდ მისი შეცვლა სურს. ფლორიდის ყოფილმა გუბერნატორმა, ჯებ ბუშმა, რომელიც კრიტიკულადაა განწყობილი შეთანხმების მიმართ, მიანიშნა, რომ არ არის სავარაუდო, რომ ის უკუაგდებს შეთანხმებას, თუკი პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს 2017 წელს, როგორც ამას სხვა რესპუბლიკელი კანდიდატები, სკოტ უოკერი და რიკ პერი აცხადებენ. მეორე რესპუბლიკელმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა, რომელიც ლიდერობს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაში, 4 სექტემბერს თქვა, რომ აზრი არა აქვს შეთანხმების გაუქმებას, თუმცა ის სრულიად არაკომპეტენტური ხალხის მიერაა მიღწეული.

XS
SM
MD
LG