Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთში ეძებენ ამბოხებულ თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილესა და მის მომხრეებს


ტაჯიკეთის უსაფრთხოების ძალები ეძებენ ამბოხებულ ყოფილ თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, აბუხალიმ ნაზარზოდასა და მის მომხრეებს. ორი დღის წინ მომხდარ შეტაკებებს დედაქალაქ დუშანბესა და მის შემოგარენში 22 ადამიანის, მათ შორის, 13 ამბოხებულის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტაჯიკეთის ხელისუფლება იტყობინება, რომ ოპერაციისას, რომელიც ნაზარზოდას მომხრეების წინააღმდეგ ჩაატარეს, დაკავებულია 32 ადამიანი. პოლიციის ცნობით, ამოღებულია 500-ზე მეტი ერთეული იარაღი, ასევე საბრძოლო მასალა და რამდენიმე ავტომობილი. ტაჯიკეთის მთავრობის ცნობით, ნაზარზოდა და მისი მებრძოლები რომიტის ხეობაში იმალებიან. მათი ძებნა გრძელდება. ნაზარზოდამ დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა გაიტაცა დედაქალაქში მდებარე სამი სამხედრო ნაწილიდან. დუშანბეში და რომიტის მთებისკენ მიმავალ გზებზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. პოლიცია ყველა ავტომობილს ამოწმებს.

XS
SM
MD
LG