Accessibility links

logo-print

ავსტრია დაიწყებს ლტოლვილების გამო დაწესებული საგანგებო ზომების გაუქმებას


ავსტრიის კანცლერმა, ვერნერ ფაიმანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა გეგმავს, ეტაპობრივად გააუქმოს საგანგებო ზომები, რომლებმაც საშუალება მისცა ათასობით ლტოლვილს, თავისუფლად შესულიყო ავსტრიაში და იქიდან გზა გაეგრძელებინა გერმანიისკენ. ფაიმანის თქმით, ავსტრიის მთავრობა თანდათანობით შეწყვეტს საგანგებო ზომებს და დაუბრუნდება კანონიერ და ნორმალურ ცხოვრებას. ავსტრიის კანცლერის განაცხადების ფონზე, ათასობით სირიელი, ავღანელი და ერაყელი მიგრანტი ჩააღწია გერმანიაში და ავსტრიაში უნგრეთიდან, სადაც ისინი ბოლო დღეებში ჩავიდნენ. უნგრეთმა გამოაცხადა, რომ სერბიასთან თავის საზღვრისპირა არეალში ლტოლვილთათვის ბანაკის მოწყობას აპირებს იმ ზღუდის მახლობლად, რომელიც ახლახან აიგო, და რომელსაც ბუდაპეშტი ამაგრებს. ზღუდე აიგო თურქეთიდან, საბერძნეთიდან, მაკედონიიდან და სერბიიდან მომავალი ლტოლვილების ტალღის შესაჩერებლად. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ურბანმა განაცხადა, რომ უნგრეთს არ სურს მაჰმადიანი ლტოლვილების მიღება და გაფრთხილებით გამოვიდა, რომ ევროპა დაკარგავს ქრისტიანულ იდენტიფიკაციას. მთავრობის ზომებთან ერთად მოხალისეები სთავაზობენ ლტოლვილებს დახმარებას, საკუთარი ავტომანქანებით, ავსტრიაში და გერმანიაში გადაყვანის სახით.

XS
SM
MD
LG