Accessibility links

logo-print

თბილისს სტუმრობს ჩეხეთის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის დელეგაცია


საქართველოს ოთხდღიანი ვიზიტით ესტუმრა ჩეხეთის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის დელეგაცია. ჩეხი დეპუტატები დღეს, თავდაპირველად, თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ცენტრს მოინახულებენ. ამის შემდეგ ეწვევიან პარლამენტს, სადაც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი სესიაშვილს, და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, თედო ჯაფარიძეს, შეხვდებიან. დღესვე დაგეგმილია მათი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, დავით დონდუასთან, სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, არჩილ ყარაულაშვილთან, და თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, ბესიკ ლოლაძესთან. დღის ბოლოს ჩეხეთის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდებიან პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის მდივანი მინდია ჯანელიძე.

XS
SM
MD
LG