Accessibility links

logo-print

რომის პაპი მოუწოდებს მრევლს, თითო დევნილი ოჯახი შეიფარონ


რომის პაპი ფრანცისკე მოუწოდებს კათოლიკურ სამყაროს, დევნილი ოჯახები შეიფარონ. მან მიმართა რელიგიურ საზოგადოებას, თითოეულ მონასტერსა და ტაძარს, რომ თითო ოჯახი მიიღონ. პაპის თქმით, დევნილთა ოჯახებს ვატიკანის ორი სამრევლო მიიღებს. 2015 წლის დასაწყისიდან დღემდე ევროკავშირის ტერიტორიაზე 300 ათასზე მეტი დევნილი გადავიდა, რომელთა რაოდენობას ყოველდღიურად ათასობით დევნილი ემატება. ევროკომისიის განცხადებით, არსებული საემიგრაციო კრიზისი მსოფლიოში უდიდესია მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან მოყოლებული.

XS
SM
MD
LG