Accessibility links

logo-print

გერმანია გეგმავს ღონისძიებებს მიგრანტების ნაკადთან გასამკლავებლად


გერმანიის ხელისუფლება აცხადებს, რომ აპირებს განახორციელოს მთელი რიგი ღონისძიებები, რათა გაუმკლავდეს ქვეყანაში შესული რეკორდული რაოდენობის მიგრანტებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ღონისძიებების ფარგლებში რეგიონული ხელისუფლება და მუნიციპალიტეტი ფედერალური ბიუჯეტიდან დამატებით 3 მილიარდ დოლარს მიიღებს. გარდა ამისა, იგეგმება დაწესდეს თავშესაფრის მიღების მოთხოვნის დაჩქარებული პროცედურა. ღონისძიებების შესახებ ცნობილი გახდა გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ, რომელსაც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც ესწრებოდა. მიგრაციის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან 2500 ადამიანი დაიღუპა, რომლებიც ევროპამდე მიღწევას ზღვით ცდილობდნენ. გასულ წელს დაღუპულთა რაოდენობამ 3279 შეადგინა. გაეროს მონაცემებით, წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ქვეყნების საზღვარი 300 ათასზე მეტმა ლტოლვილმა გადაკვეთა. მხოლოდ გასულ თვეში ევროპაში 107 ათას 500 მიგრანტი შევიდა. გერმანია წელს მიგრანტების რეკორდულ რაოდენობას ელოდება. მოსალოდნელია, რომ ქვეყანაში დაახლოებით 800 ათასამდე მიგრანტი შევა.

XS
SM
MD
LG