Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის ბრძანებით, დაიწყო ცენტრალური სამხედრო ოლქის ჯარების მოულოდნელი შემოწმება


რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ იტყობინება, რომ 7-დან 12 სექტემბრამდეცენტრალური სამხედრო ოლქის, ასევე სხვა ოლქების ავიაციის და საჰაერო-სადესანტო ჯარების სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა მოხდა, პოლიგონებზე მოეწყობა სამხედრო მანევრები, შემოწმდება სადესანტო ჯარების შორ მანძილზე და უცხო ტერიტორიებზეგადასხმისთვის მზადყოფნა.მანევრების თაობაზე შეატყობინებენ უცხოეთისქვეყნების სამხედრო ატაშეებს. ამავე დროს შეამოწმებენ, ჯანმრთელობის დაცვის, სოფლის მეურნეობის და სხვა უწყებების სამხედრო პირობებში მუშაობის უნარიანობას. რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქი მოიცავს ვოლგისპირეთს, ურალის მთიანეთს, ციმბირს და შორეული ჩრდილოეთის რეგიონს.

XS
SM
MD
LG