Accessibility links

logo-print

ირანში ავტოავარიაში ერაყელი პილიგრიმები დაიხოცნენ


ირანის მედიის ცნობით, 11 ერაყელი შიიტი პილიგრიმი დაიღუპა ირანის დასავლეთში საგზაო ავარიის დროს. ირანის სახელმწიფო ტელევიზიას მოჰყავს საგზაო პოლიციის წარმომადგენლის, მეჰდი შაქერის ნათქვამი, რომ 6 სექტემბრის ავარიაში 10 ქალი და ერთი კაცი დაიღუპნენ. ჰამადანის პროვინციაში მომხდარი ინციდენტის დროს 24 პირი დაშავდა. ცნობით, მლოცველები, შიიტ მუსლიმთა წმინდა ქალაქ ყომიდან ბრუნდებოდნენ ერაყში.

XS
SM
MD
LG