Accessibility links

სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობას 29 ათასი კაცი ემხრობა


უკრაინის ოდესის გუბერნატორის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრემიერად დანიშვნის შესახებ პეტიციას უკვე საკმარისი რაოდენობის ადამიანმა მოაწერა ხელი იმისათვის, რომ აღნიშნული ინიციატივა მთავრობამ განიხილოს. ამის თაობაზე ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. პეტიცია 1-ელ სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა. საჭირო იყო 25 000 ხელმომწერი. თუმცა, ინიციატივას უკვე 25 900-მდე მხარდამჭერი ჰყავს. კანონის მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტი ვალდებულია აღნიშნული ინიციატივა მომდევნო 10 სამუშაო დღის განმავლობაში განიხილოს. ბოლო პერიოდში ხშირად არის საუბარი მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრემიერად დანიშვნის შესახებ, თავად საქართველოს ექსპრეზიდენტმა კი რამდენიმე ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, რომ მის ინტერესებში აღნიშნული პოსტის დაკავება არ შედის.

XS
SM
MD
LG