Accessibility links

logo-print

აშშ და ნატო უარყოფენ 11 ავღანელი პოლიციელის დახოცვას


ნატოსა და აშშ-ის სარდლობა უარყოფს კოალიციური ჯარების მიერ ჰელმანდის პროვინციაში საჰაერო თავდასხმისას პოლიციის 11 ოფიცრის მოკვლას. მანამდე ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინკოგნიტო წარმომადგენელმა თქვა, რომ 6 სექტემბრის თავდასხმა ნატომ განახორციელა. ალიანსის განაცხადებით, მას იმ დღეს რეგიონში საჰაერო ოპერაცია არ განუხორციელებია. ერთი ოფიცრის ცნობით, თავდასხმა მოხდა, როცა ნარკოტიკებით კონტრაბანდისტების დაკავების ოპერაცია ტარდებოდა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების ოთხი თანამშრომელი დაიჭრა. ავღანეთი ოპიუმის უდიდესი მწარმოებელია.

XS
SM
MD
LG