Accessibility links

logo-print

თბილისი გმობს აფხაზეთში ვენესუელის საელჩოს გახსნას


ოკუპირებულ აფხაზეთში ვენესუელის საელჩოს გახსნა საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევად შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ვენესუელის მიერ სოხუმში ელჩად დანიშნულმა ხუან ვისენტე ტორეალბამ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას 3 სექტემბერს გადასცა რწმუნებათა სიგელები. საქართველოს საგარეო უწყების ოფიციალურ ვებსაიტზე 8 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში სამინისტრო აღნიშნავს, რომ, სამწუხაროდ, ვენესუელა რუსეთის კვალდაკვალ განაგრძობს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას და უგულებელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

XS
SM
MD
LG