Accessibility links

logo-print

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთში გაემგზავრა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სადაც მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში და სიტყვით გამოვა სესიაზე "თანამედროვე აბრეშუმის გზა“. ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება ჩინელ კოლეგას ლი კეციანს, ჩინეთის აბრეშუმის გზის ფონდის, აზიის ინფრასტრუქტურისა და განვითარების ბანკის და ჩინეთის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელებს და მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს. ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტისას გაფორმდება რამდენიმე დოკუმენტი და თანამშრომლობის მემორანდუმები. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრები, გიორგი კვირიკაშვილი და დიმიტრი ქუმსიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, თანაინვესტირების ფონდის და „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელები. ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი 13 სექტემბერს დასრულდება.

XS
SM
MD
LG