Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიშინიოვში დემონსტრანტები ხელისუფლების შეცვლას ითხოვენ


კიშინიოვის ცენტრში ათობით კარავი რჩება მას შემდეგ, რაც კორუფციის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა. როგორც რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტი იუწყება კიშინიოვიდან ჯერ-ჯერობით უპასუხოდ რჩება კითხვა, რა იქნება შემდეგ. “დემონსტრანტები არ აპირებენ ქალაქის ცენტრალური მოედნის დატოვებას მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. ისინი კომპრომისს არ დაუშვებენ.“-განაცხადა ჟურნალისტმა ნატალია მორარმა. 6 სექტემბერს კიშიონივში გამართული საპროტესტო აქცია უპრეცედენტო მასშტაბის იყო და მასთან შედარებით 2009 წლის აქციები, რომლებიც კომუნისტური მთავრობის გადადგომით დასრულდა, მცირე ჩანს. დემონსტრაციის მონაწილეებმა, რომელთაც მოძრაობა „ღირსება და სამართალი“ უდგას სათავეში, მოლდოვეთის პრეზიდენტის ნიკოლაე ტიმოფტის თანამდებობიდან გადადგომა და მარტში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების გამართვა მოითხოვეს. დემონსტრანტები ასევე პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას უჭერენ მხარს. არსებული მდგომარეობით პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს.

XS
SM
MD
LG