Accessibility links

logo-print

რუსეთი ევროკავშირს აკრიტიკებს მიგრანტთა კრიზისთან დაკავშირებით


რუსეთმა გააკრიტიკა მიგრანტთა კრიზისის მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულება და განაცხადა, რომ ბლოკი თავად არის დამნაშავე იმ კონფლიქტის გაღვივებაში, რამაც ადამიანთა მასობრივი მიგრაცია გამოიწვია. „სამართლიანობა მოითხოვს, რომ დაზარალებულთა ჰუმანიტარული დახმარების პროცესში უფრო დიდი პასუხისმგებლობა დაეკისროს იმ ქვეყნებს, რომლებმაც ეს კონფლიქტი გააჩაღეს,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ კრისტინა გრიგორიევასთან შეხვედრაზე. ეს არის „მექანიკური მიდგომა“ და ფულის სროლა ლტოლვილთა პრობლემას ვერ მოაგვარებსო, - განაცხადა ლავროვმა.

XS
SM
MD
LG