Accessibility links

ხიდაშელის თქმით, ივანიშვილი არ ერევა გადაწყვეტილებების მიღებაში


ჩემი ნება რომ იყოს, ბიძინა ივანიშვილს დავაბრუნებდი აქტიურ ქართულ პოლიტიკაში, - ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ბოლო დღეებში არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის გავლენა გამოწვეულია მის მიმართ დიდი პატივისცემით, თუმცა გადაწყვეტილებების მიღების პროცესის მონაწილე არ არის. „მან ყველაზე კარგად იცის, რას ნიშნავს არაფორმალური მმართველობის ბოროტება, რადგან ჩვენ ამას დიდი ხნის განმავლობაში ვუყურებდით საქართველოში. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემთვის იქნებოდა იდეალური, ის იყოს დღეს ხელისუფლებაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ის არ არის გადაწყვეტილების პროცესის თანამონაწილე", - განაცხადა ხიდაშელმა.

XS
SM
MD
LG