Accessibility links

logo-print

ზურაბ აბაშიძე: დასავლეთი მხარს უჭერს საქართველო-რუსეთის დიალოგს


საქართველოს დასავლელი პარტნიორები ცალსახად უჭერენ მხარს რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას, - ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ ადამიანის უფლებების საკითხებში მაკკეინის ცენტრის დირექტორ დევიდ კრემერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საჯარისო ნაწილების წვრთნების მიმდინარეობის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამის შესახებ დასავლელი პარტნიორების მაქსიმალური ინფორმირება უნდა მოხდეს. "ჩვენი მიდგომა არის ცალსახა. ეს არის საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ხელყოფა. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი საერთაშორისო ბერკეტები, რათა ერს ყველაფერი მივიტანოთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან", - აღნიშნა პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა

XS
SM
MD
LG