Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში ბომბის აფეთქებას ემსხვეპლა სულ მცირე 14 პოლიციელი


სულ მცირე 14 პოლიციელი დაიღუპა თურქეთის აღმოსავლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად, იმ ფონზე, როცა იზრდება ძალადობა სახელმწიფოსა და აკრძალულ ორგანიზაციას, ქურთისტანის მუშათა პარტიას შორის. ახალი ამბების ოფიციალური სააგენტო „ანატოლია“ ავრცელებს ცნობას, რომ 8 სექტემბერს მომხდარი თავდასხმის სამიზნე იყო მიკროავტობუსი, რომელსაც პოლიციის რაზმი გადაჰყავდა აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს. მანამდე ამ სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომ 50-ზე მეტმა სამხედრო თვითმფრინავმა მიიღო მონაწილეობა ჩრდილოეთ ერაყში განხორციელებულ თავდასხმაში, რომლის სამიზნე იყო ქურთისტანის მუშათა პარტია და რომელსაც, „წინასწარი ინფორმაციით, 35-40 ტერორისტი ემსხვერპლა“. 6 სექტემბერს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა - აფეთქდა გზაზე დამონტაჟებული ბომბი, რომელსაც ემსხვერპლა თურქეთის 16 სამხედრო. ამ თავდასხმაზეც პასუხისმგებლობას ქურთისტანის მუშათა პარტიას აკისრებენ. თურქეთის არმიამ ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ ივლისში დაიწყო საჰაერო კამპანია, რომელიც ხორციელდება თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში და ერაყის ჩრდილოეთში. ექსტრემისტები ამას პასუხობენ ყოველდღიური თავდასხმებით პოლიციის და უსაფრთხოების ძალებზე.

XS
SM
MD
LG