Accessibility links

logo-print

დღეს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მაკედონიას დაუპირისპირდება


დღეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებიდაუპირისპირდება მაკედონიას. საქართველო-მაკედონიის შეხვედრის ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყებს. ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის მესამე ტურში, გუშინ საბერძნეთთან საქართველო დამარცხდა ანგარიშით - 68:79. საბერძნეთთან დამარცხების შემდეგ საქართველო ჯგუფში კვლავ ბოლო ადგილზეა, რადგან მან სამ თამაშში ვერცერთი გამარჯვება ვერ მოიპოვა.მიუხედავად ამისა, საქართველოს ჯგუფიდან გასვლის შანსი კვლავ დარჩა. ამისთვის, ქართველმა კალათბურთელებმა დღეს მაკედონია უნდა დაამარცხონ, ხოლო მაკედონია და ჰოლანდია ყველა დარჩენილ შეხვედრაში უნდა დამარცხდნენ.

XS
SM
MD
LG