Accessibility links

logo-print

ენ ლონგფილდი: დიდ ბრიტანეთში სულ მცირე 15 ათასი ბავშვია დაშორებული ერთ მშობელს მაინც


დიდ ბრიტანეთში მოქმედი მიგრაციის კანონის გამო სულ მცირე 15 ათასი ბავშვია დაშორებული ერთ მშობელს მაინც, - აცხადებს ბავშვთა უფლებების კომისარი ინგლისში ენ ლონგფილდი. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ევროკავშირის არამოქალაქეს არ აქვს ავტომატური უფლება იცხოვროს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე, თუკი მისი მეუღლე, რომელიც დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა, არ გამოიმუშავებს წელიწადში 18600 ფუნტს. ლონგფილდის სიტყვებით, ამგვარი კანონმდებლობით დიდი ბრიტანეთი ქმნის „სკაიპ-ოჯახებს“, რომლებიც იძულებით ცხოვრობენ ერთმანეთისგან შორს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ირწმუნებიან, რომ წესები კანონიერია და ისინი არ არღვევენ ამ წესებს. მსგავსი ბარიერი შემოიღეს 2012 წელს და მისი მიზანი იყო არაევროპული ქვეყნებიდან მიგრაციის კონტროლი.

XS
SM
MD
LG