Accessibility links

logo-print

"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ერაყში გაიტაცეს 130-მდე ბავშვი


"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ერაყში გაიტაცეს 130-მდე ბავშვი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გატაცებულების ასაკი 11-15 წელია. ამასთან, ქურთისტანის მუშათა პარტიის პრესსამსახური იტყობინება, რომ გატაცებული არასრულწლოვნები სპეციალურ ბანაკებში ჰყავთ მოთავსებული, სადაც იარაღის გამოყენებასა და ტერორისტული აქტების განხორციელებას ასწავლიან და ვაჰაბიტურ ექსტრემისტულ იდეოლოგიას უნერგავენ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენლები საკუთარ რიგებში მყოფ ადგილობრივ ბავშვებს თვითმკვლელ ტერორისტებად ზრდიან.

XS
SM
MD
LG