Accessibility links

logo-print

იაროსლავ კაჩინსკი „წლის ადამიანი“ გახდა


იაროსლავ კაჩინსკი

იაროსლავ კაჩინსკი

პოლონეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იაროსლავ კაჩინსკის „წლის ადამიანის“ ჯილდო გადასცეს 25-ე საიუბილეო ეკონომიკურ ფორუმზე პოლონეთის საკურორტო ქალაქ კრინიცა-ზდრუიში. ფორუმის ჟიურიმ იაროსლავ კაჩინსკი წლის ადამიანად ერთხმად აღიარა პოლონეთში მომხდარ პოლიტიკურ ცვლილებებში მისი განსაკუთრებული წვლილის გამო. საიუბილეო ეკონომიკური ფორუმი რომლის დევიზია „როგორ ავაშენოთ ძლიერი ევროპა? მომავლის სტრატეგია“ 8 სექტემბერს დაიწყო და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. მისი ორგანიზატორია პოლონეთში დაფუძნებული "აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტი". ფორუმის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობდნენ პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, მაკედონიის პრეზიდენტი გჯორგე ივანოვი და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მაღალი რანგის პირები.

XS
SM
MD
LG